დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები თერჯოლაში

ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდნენ

თავისუფალი საქართველოის პოლიტიკური ძალაა, რომელიც საკუთარ ამომრჩევლებთან განხორციელებული პროექტებით მიდის. ჩვენი ხელწერა საქმის კეთებაა და არა ყალბი დაპირებები. სწორედ ამის შედეგია ის არაერთი პროექტი, რომელიც ეფექტურად ავამოქმედეთ და ამ კურსს არც მომავალში დავკარგავთ. ამ სიტყვებით მიმართა დღეს სოფელ ფუზის ადგილობრივ მოსახლეობასთავისუფალი საქართველოლიდერმა.

კახა კუკავას თქმით, თბილისში, „თავისუფალმა საქართველო“, უკვე პირველი აფთიაქიც გახსნა, რომელიციაფი მედიკამენტების პროგრამისეგიდით ამოქმედდა.

სულ მალე ეს კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. სწორედ თქვენი ხმები იქნება ჩვენი მომდევნო საქმიანობის ეფექტურობის განმსაზღვრელი პარლამენტში. ის რაც წინა და მოქმედმა ხელისუფლებებმა ვერ და არ შეძლეს, ჩვენ ოპოზიციიდან, საკუთარი ძალებით განვახორციელეთ. ვაპიებთ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას, ჩვენი გუნდი მზად არის მაქსიმუმი გააკეთოს ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის. ამ პასუხისმგებლობით, მზად ვართ ქართულ მეფუტკრეობასაც დავეხმაროთ და მისი განვითარების პოგრამას მაქსიმალრად შევუწყოთ ხელი. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოში ადგილობრივი მეწარმეობა განვითარდეს. ქვეყნის ბაზარი იმპორტირებული ნაწარმით არ უნდა გაივსოს, რომელიც ადგილობრივ პროდუქციას კონკურენციის საშუალებასაც კი აღარ აძლევს“,- განაცხადა კახა კუკავამ.

დღესვე, “თავისუფალმა საქართველომსაკუთარი წარმოების საექსპორტო ქართული თაფლის პრეზენტაციაც გამართა.

არ ენდოთ .. სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რომელიც მოსახლეობაში ქმნის იმის ილუზიას, რომ თითქოსქართული ოცნებისადანაციონალური მოძრაობისმეტი ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პარტია აღარ არსებობს. ამ ორი ერთმანეთზე უარესი ძალის მიღმა, არსებობს კიდევ სხვა არჩევანი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი განსასაზღვრია. სწორედ თქვენ უნდა მიანიჭოთ ლეგიტიმაცია მესამე ალტერნატიულ გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი საზოგადოება, კვლავნაციონალებისადაოცნებისტყვეობაში აღმოჩნდება“, განაცხადა კახა კუკავამ. 

საქართველოში, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებები ერთმანეთს ქვის სროლით უპირისპირდებიან. წარმოიდგინეთ რომელიმე ევროპული სახელმწიფო, სადაც ქვეყნის მმართველი ძალები ოპონენტებს ამ მეთოდით ებრძვიან, ასეთ კრიმინალებს ხალხი არა თუ ხელისუფლებაში დააბრუნებდა, ან დატოვებდა, არამედ სამუდამოდ მოისვრიდა პოლიტიკურ სანაგვეში, ამიტომაც მოგიწოდებთ, ვიდრე გააკეთებთ არჩევანს და საარჩევნო ბიულეტენზე რომელიმე კონრეტულ რიცხვს შემოხაზავთ, კარგად გაიაზრეთ საკუთარი გადაწყვეტილება, ვინაიდან ქვეყნის მომავალ ბედზე პასუხისმგებელი, სწორედ თქვენ ხართ. არჩევნების შედეგებს ხალხის ნება განაგებს და არა ყალბი სოციოლოგიური კვლევები,- აღნიშნათავისუფალი საქართველოლიდერმა.