დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ზესტაფონში

ადგილობრივ მხარდამჭერებს შეხვდნენ

თავისუფალი საქართველოლიდერები დღეს, ზესტაფონში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივ მხარდამჭერებს შეხვდნენ.

კახა კუკავას განცხადებით, არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მმართველობის ახალ ფაზაში უნდა გადავიდეს.

ხელისუფლება ქვეყნის მმართველობის 8 წელს ითვლის. ალბათ, ახლაც გახსოვთქართული ოცნებისდაპირება 100 ქარხნისაგუგუნებისშესახებ.

ერთდროს ამ ქალაქში ქარხნები მართლაც გუგუნებდა, მაგრამ ახლა რაც ხდება ყველას კარგად მოგეხსენებათ. ის რაც ოცდაათწლიან ძარცვას გადაურჩა, დღეს ისიც სულს ღაფავს, მუშახელი კი იმდენად კაბალურ პირობებში მუშაობს, რომ თვიდან-თვემდე ვალიდან-ვალით უხდებათ საკუთარი თავისა და ოჯახების რჩენა. ქყვეყნის კრიმინალური, კლანური მართვა უნდა დამთავრდეს და ეს დასასრული შედეგი, თავად ხალხმა უნდა გააფორმოს 2020 წლის 31 ოქტომბერს“,- განაცხადა კახა კუკავამ.

ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად აცხადებს: ქვეყანაში უნდა დასრულდეს მიგრანტებისთვის ბინადრობის უფლებების დაკანონება, ადგილობრივ პროდუქციას განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, ასევე მევახშეობა უნდა აეკრძალოთ ბანკებს, ხოლო უცხოეთში გახიზნული ქართველები, საკუთარ სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და მათ სამუშაო ადგილებზე, მონოპოლისტური პრინციპებით დასაქმებულმა უცხოელებმა არ უნდა იმოქმედონ“,- განაცხადა კუკავამ.

ზესტაფონელებს, დღეს იმერეთის მაჟორიტარმა დეპუტატმაც მიმართა.

გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლება, რომელიც 8 წლის განმავლობაში ხალხის მოტყუებით არის დაკავებული, სახლში უნდა წავიდეს.

ორმილიონამდე ქართველი ემიგრაციაშია, ხოლო ქვეყანაში დარჩენილი სამი მილიონი ქართველი, სიღარიბისა და სიღატაკის მძავალი გახდა. აი, ეს მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ მილიარდერის დაპირებების ფონზე და სანამ ქვეყანა მთლიანად არდაიხურა“, ყველამ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოდ. არსებული ჭაობიდან ამოსვლის რეალური შანსი 31 ოქტომბრის არჩევნებია, ამ შანსს კი, გონივრული გამოყენება სჭირდება“,-განაცხადა გოგი წულაიამ.