დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ „ოცნებისა“ და

„ნაციონალების“ გამოკითხვებს უნდობლობას უცხადებს

თავისუფალი საქართველოსოციოლოგიურ გამოკითხვებს უნდობლობას უცხადებს.

პარტიის თავმჯდომარის, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კუკავას განცხადებით, სოციოლოგიური გამოკითხვის, ანკეტები თავიდანვე გაყალბებულია, რომლის მეშვეობით ხდება უსინდისო მანიპულირება.სოციოლოგიური კომპანიები, პოლიტიკურ პარტიებს, ანკეტებში პირადი სიმპატიის საფუძველზე აფიქსირებენ, დასახელებული პარიების მიღმა კი, ჩნდება .. „სხვა პარტიებისგრაფა, რომელშიც ათეულობით პარტიასთან ერთადთავისუფალი საქართველოცმოიაზრება.

ჩვენ ყველა იმ ორგანიზაციას და მათ საერთაშორისო სათაო ოფისებს, რომლებიც სოციოლოგიურ გამოკითხვებს ატარებენ, მოვუწოდებთ, გამოაქვეყნონ ანკეტის გამოკითხვის რეალური მეთოდოლოგია და დადგენილი ნორმები“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, „თავისუფალი საქართველოაქამდე უპრეცედენტო მოქმედებას იწყებს, რომელიც არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციების მხილებით გამოიხატება.

ყველა ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ კვლევებში, მხოლოდ 3%-ანი ცდომილებაა დასაშვები და მეტი არა. აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ყველა იმ ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლის სოციოლოგიურ გამოკითხვაშიც 3%,-ზე მეტი ცდომილება იქნება, ჩატარდეს ანტიკორუფციული გამოძიება, როგორც საქართველოში, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ამ ორგანიზაციების ცენტრალური ოფისებია განთავსებული.

საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვები ჩამოყალიბდა კორუფციულ ბიზნესად, როგორც ეს .. ბანანის ქვეყნებს ახასიათებთ. ფაქტია, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში არანაირი სოციოლოგიური გამოკითხვები არ ტარდება, თუმცა ციფრები სხვა ქვეყნების დედაქალაქებში იწერება, რომელიც შემდეგ, თითქოს ჩვენს ქვეყანაშია დეკლარირებული. ასე იყო 2018 წლის, საპრეზიდენტო არჩევნებისას, როდესაც ... სიციოლოგიური გამოკითხის ცდომილება 15%-ანი უზუსტობით დაფიქსირდა.

სოციოლოგიურ კვლევებში ციფრებით ვაჭრობა დღესაც არის, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი იმით მთავრდება, რომ სასურველ რიცხვებში სხვადასხვა პარტია დიდ ფულს იხდის. ეს არის ჩვეულებრივი კორუფცია და მექრთამეობა, რაც ორივე შემთხვევაში კანონით დასჯადი ქმედებაა,- განაცხადა კახა კუკავამ.

პარტიის ლიდერმა, დღევანდელ ბრიფინგზეთავისუფალი საქართველოსმიერ ჩარატებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებზეც ისაუბრა.

ჩვენ, მოსახლეობის გამოკითხვებს შიდა ძალებით ვატარებთ, რომლის მიხედვით ირკვევა, რომქართულ ოცნებასგამოკითხულთა 35-დან, 37%-მდე უჭერს მხარს, „ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერთა მაჩვენებელი კი, 13-დან-15%-მდეა.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, „თავისუფალი საქართველომათ მიმართ აბსოლუტურად თანაბარ კონკურენციაშია, რომელსაც მესამე ადგილის დაკავების რეალური შანსი გააჩნია.

ჩვენი მონაცემებით, „თავისუფალი საქართველოსამომრჩევლების რაოდენობა ამჟამად 3-5%-მდეა, თუმცა არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ამ მონაცემების გაუმჯობესებას კიდევ მეტად ვვარაუდობთ“,- განაცხადა კახა კუკავამ.