დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში

მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

ნაძალადევის, მთაწმინდა-კრწანისის, სამგორის რაიონების შემდეგ, „თავისუფალმა საქართველომ“, კიდევ ერთი დეპუტატობის კანდიდატი, თენგიზ ომანიძე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დაასახელა.

მინდა ჩვენს მხარდამჭერებს თენგიზ ომანიძე წარვუდგინო, რომელიც ახალგაზრდა, საკმაოდ გამოცდილი და ენერგიული ადამიანია. გარდა იმისა, რომ იგი თავისი ქვეყნის პატრიოტია, თენგიზ ომანიძე პროფესიონალი იურისტიცაა, რომელსაც, მევახშეების წინააღმდეგ არაერთი საქმე აქვს მოგებული. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ათეულობით ოჯახმა საკუთარი სახლ-კარი შეინარჩუნა და ღია ცის ქვეშ, ბედის ანაბარად არ არიან დარჩენილები“,- განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, „თავისუფალი საქართველოსულ უფრო მეტად იკრებს პოლიტიკურ ძალებს და ეს ყველაფერი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დეკლარირებული იქნება.

ჩვენ, საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებთ და ფსევდო ოპტიმიზმით არ ვართ შეპყრობილები, თუმცა დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომთავისუფალი საქართველოგასული წლების მაჩვენებლების გასამმაგებას შეძლებს, რის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოკვეთილი ეროვნული ძალა იქნება, რომელიც ნეოლიბერალიზმსა და მის გამოვლინებებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ წინააღმდეგობას გაუწევს“,- აღნიშნათავისუფალი საქართველოს ლიდერმა.

დღეს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, საკუთარი პოზიცია დეპუტატობის კანდიდატმაც დააფიქსირა.

როგორც თენგიზ ომანიძემ აღნიშნა, „თავისუფალი საქართველოსწორედ ის პარტიაა, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების სწორ განვითარებაზეა ორიენტირებული და მისი პოლიტიკური არჩევანი მთლიანად ეროვნულ ფლატფორმას ეფუძნება.

საქართველოში უამრავი პარტიაა,  თუმცათავისუფალი საქართველოის პოლიტიკური ძალაა, რომელიც წლიდან-წლამდე საკუთარ შეხედულებებს გემოვნებისა და დროის მიხედვით არ იცვლის. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და მზად ვარ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ქვეყნის განვითარებასა და მის წარმატებას შევუწყო ხელი“, - განაცხადა თენგიზ ომანიძემ.

„თავისუფალი საქართველომიმდინარე თვეში, მაჟორიტარ კანდიდატებს დედაქალაქის სხვა რაიონებშიც წარადგენს.