დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ეკლესიასა და პოლიტიკური პარტიების ნაწლს

შორის დაპირისპირება, ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანს

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია ეკლესიასა და პოლიტიკური პარტიების ნაწილს შორის დაწყებულ ღია დაპირისპირებას ეხმაურება:

„საქართველოში, სამწუხაროდ,  უფრო და უფრო ღრმავდება უფსკრული ეკლესიასა და ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს შორის. სამწუხაროა, რომ პროცესმა მიიღო ღია დაპირისპირების სახე, რასაც თან ახლავს გაუმართლებელი აგრესია, ორივე მხრიდან. ვფიქრობთ, ახლა, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საერთო საფრთხეების წინაშე საზოგადოების გაერთიანება, რაც ასეთ დროს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის, საერო თუ სასულიერო პირის მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

მიგვაჩნია, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს მდგომმა პირებმა, რომლებიც ყველაზე რადიკალურები არიან საკუთარ მოთხოვნებში, უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის განხეთქილებას, არასდროს მოუტანია საზოგადოებისთვის სასიკეთო შედეგი. ჩვენი მოქალაქეებისთვის ესოდენ მგრძნობიარე საკითხებზე დაწყებული დაპირისპირება, საზოგადოებას ჰყოფს ორ რადიკალურად განწყობილ ბანაკად, რაც აზიანეს ყველა ჯგუფის საერთო ინტერესს: რაც შეიძლება მალე დააღწიოს სახელმწიფომ თავი შექმნილ კრიზისს და დაიწყოს ქვეყნის გაჯანსაღების პროცესი“.