დაფინანსება

თბილისში „თავისუფალი საქართველოს“

პირველი აფთიაქი გაიხსნა

იაფი მედიკამენტების პროგრამა“, რომელსაცთავისუფალი საქართველოგასული წლის სექტემბრიდან ახორციელებს, დღეიდან კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება.

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, თბილისელებსა და მის სტუმრებს, ამიერიდან, მედიკამენტების შეძენა მათთვის შეღავათიან ფასებში შეეძლებათ.

საქართველოში არსებული ფარმაცევტული კომპანიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს ის ბოლო თეთრებიც ამოუღონ ჯიბიდან, რომელიც მათ წამლის ფულად გააჩნიათ.

მოსახლეობას ვთავაზობთ ალტერნატივას. მობრძანდნენ უზნაძის 105 ნომერში და ის მედიკამენტები, რომელიც სააფთიაქო ბაზარზე ასე ძვირი ღირს, აქ 70-80%-იანი შეღავათით შეიძინონ.

იანუმეტი 50/1000მგ - ჩვენი ფასი 41,35, საქართველოს აფთიაქების ფასი 128,81

ტრიპლიქსამი 10/2,5/10მგ - ჩვენი ფასი 16,60, საქართველოს აფთიაქების ფასი 42,69

ტებოკანი ფორტე - ჩვენი ფასი 13,00, საქართველოს აფთიაქების ფასი 35,64

ტრიპლიქსამი 5/1,25/5მგ - ჩვენი ფასი 10,80, საქართველოს აფთიაქების ფასი 32,02

ყველა ეს წამალი, რომელიციაფი მედიკამენტების პროგრამით“, უკვე გაყიდვაშია, თურქთიდან იმპორტირებულია და საკმაოდ მაღალი ხარისხი გააჩნია. ჩვენ მიერ წარმოდგენილი აფთიაქი იღებს ვალდებულებას, რომ თურქული მედიკამენტების ფასი, მის რეალურ ფასთან შედარებით, მხოლოდ 10% -ით გაიზრდება, ასე რომ გაჭირვებულ ადამიანებზე, 300-400%-იან მოგებას, ამ კონკრეტულ უბანში ფარმაოლიგარქები ვეღარ მიიღებენ“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველონებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს სთავაზობს ანალოგიური სახის თანამშრომლობას.

ყველა მეწარმე-სუბიექტებს ვპირდები, რომ მათი დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენგან შესაბამის საკონსულტაციო და სამართლებრივ დახმარებას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებენ, რომ მათ, იაფი მედიკამენტები თურქეთში შეიძინონ.

თავისუფალი საქართველო“, ასევე ჰპირდება მოსახლეობას, რომ მათი მხარდაჭერის შემთხვევაში, 1 იანვრამდე საქართველოს ყველა რეგიონსა და რაიონში იაფი მედიკამენტების სააფთიაქო ქსელი სრულად ამოქმედდება,- აღნიშნა კახა კუკავამ.