დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ მაჩალიკაშვილის საქმის

ხელახალ გამოძიებას მხარს უჭერს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, შოთა მაქაცარია მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით შეტანილ ინიციატივას ეხმაურება:

დღემდე ოფიციალურ გამოძებასაც არ გაუცია პასუხი საზოგადოების მთავარი შეკითხვისთვის: იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი დამნაშავე.

ამასთან, სოსო გოგაშვილი, რომელმაც დაბალი კომპეტენციის გამო, უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დღემდე რჩება „ქართულ ოცნებაში“ ხელმძღვანელ პოზიციაზე. ეს ზუსტად ის პრაქტიკაა,  როგორიც იყო ახალაიას და სანოძის დაწინაურება გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და ხელახალი გამოძების ჩატარება, რათა, ერთის მხრივ, გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის სახელის რეაბილიტაციის მიზნით, დადგინდეს დამნაშავეობა ან უდანაშაულობა, ხოლო მეორეს მხრივ - სპეცოპერაციის შედეგებზე პასხისმგებელი პირების მიმართ, გოგაშვილის ხელმძღვანელობით, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.