დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“: ქვეყანას სჭირდება

ეფექტური შრომის ინსპექცია

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია ავტომაგისტრალის მშენებლობისას მუშების დაშავების ფაქტს ეხმაურება:

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით უბედური შემთხვევის მომსწრე, რომელსაც ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა. სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა მზარდი დინამიკით ხასიათდება და არც თუ იშვიათად, ფატალური შედეგებით მთავრდება.

რა საკვირველია, შეუძლებელია ყველა შემთხვევაში მოხდეს რისკების სრულად დაზღვევა, მაგრამ შემთხვევების ძირითად ნაწილში, ტრაგედიის მიზეზი დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხო შრომის პირობების უგულებელყოფაა. ქვეყანაში კი არ არსებობს ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელსაც ექნება შრომის პირობების მონიტორინგის და რეალური ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება. შედეგად, კომპანიების დიდი ნაწილი დასაქმებულების ჯანმრთელობის ხარჯზე აკეთებს ფინანსების ეკონომიას.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა ახალი კანონმდებლობის შექმნაზე, რომელიც დაეფუძნება ჩვენი პარტნიორი ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებასა და სტანდარტებს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ქმედითი შრომის ინპექციის და ჩვენს მოქალაქეებისთვის უსაფრთხო შრომის გარემოს არსებობა“ - აცხადებს შოთა მაქაცარია.