დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ ბრიტანელ კონსერვატორებს

არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ დიდი ბრიტანეთის „კონსერვატორულ პარტიას“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ბოლო წლებში გამოხატული და გაძლიერებული ტენდენცია, რომელიც ევროპის ლიბერალური ელიტის კონსერვატიულით ჩანაცვლებას გულისხმობს. ამასთან, ბორის ჯონსინმა შესძლო, ბოლო მოეღო იმ მანკიერი წრისათვის, როდესაც საპარლამენტო პარტიები ხალხის პოლიტიკურ ნება-სურვილს ადეკვატურად არ ასახავენ და მან, ბრიტანელების სურვილი, დატოვონ თავსმოხვეული კავშირი - უშუალოდ რეფერენდუმის გზით აღასრულა.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბრიტანელ კონსერვატორებს და მომავალში ორმხრივი ურთიერთობების იმედს გამოვთქვამთ.