დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის

წინააღმდეგ, მოსახლეობისგან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საქართველოს და მის მოსახლეობასნამახვან ჰესისმშენებლობის შემთხვევაში, გარდაუვალი ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება“. ეს განცხადება დღესთავისუფალი საქართველოსლიდერებმა, ქუთაისის რეგიონალურ ოფისში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

პარტიის თანათავმჯდომარის, იმერეთის მაჟორიტარი კანდიდატის, გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული ის უდიდესი რისკები, რომელიც ახალი ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

ოცნებისმთავრობას, რომელსაც საკუთარი ბიზნესინტერესები აქვს, აბსოლუტურად არ ადარდებს არც ქვეყნის და არც მისი მოსახლეობის ბედი. ხელისუფლებას, რომელიც ტროტუარსაც კი ვერ აგებს წესიერად დასახლებულ პუნქტებში და ასობით სოფელი დღესაც უგზოდ და უწყლოდაა დარჩენილი, ახალი ჰესის აშენება სურს. მოსახლეობას არ სურთ ჰესის მშენებლობა, თუმცა ხელისუფლებას ამ ადამიანების მოთხოვნები არ აინტერესებს, სამაგიეროდ სურს კიდევ უფრო მეტად გამდიდრება და ამიტომაც, ახლა ეს ავანტიურული მშენებლობა წამოიწყეს, რომელიც ნახევარ საქართველოს ჩაძირვით ემუქრება“,- განაცხადა გოგი წულაიამ. თავისუფალი საქართველო“, დღეიდან, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანნავახმა ჰესისმშენებლობის საწინააღმდეგო ნებას დააფიქსირებს.

ჰესის მშენებლობის საკითხზე საკუთარი პოზიცია, „თავისუფალი საქართველოსკიდევ ერთმა ლიდერმა დააფიქსირა.

რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი კანდიდატის პაატა მაცაბერიძის თქმით, საქართველო, კონკრეტულად კი რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რეგიონები სეისმურად აქტიური ზონებია. მისივე თქმით, დაუშვებელია ადამიანების სიცოცხლის ხელყოფითა და მათი ჯანმრთელობის დაზიანებით, ბიზნესის სასარგებლოდ მანიპულირება. „ერთი პროცენტიც რომ იყოს საფრთხე, ნებისმიერი საქმიანობა უნდა შეჩერდეს, არათუ 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობა.

რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ტყეებს აუცილებელი სანიტარული ჭრა სჭირდება. ეს სამუშაოები აქ 20 წელია აღარ ჩატარებულა, ქართული ტყე კი გადასარჩენია. არსებული პრობლემა სასწრაფო რეაგირებას მოითხოვსჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს გამოსახშირი ხეების მონიშვნა, რომელსაც შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა თავად მოჭრის და მიზანმიმართულად გამოიყენებს. 25 კუბამეტრი  მასალა რომ გამოვიდეს, მოსახლეობა გაყიდვის უფლებით შესაბამისი რაოდენობის მორს ითხოვს“,- განაცხადა პაატა მაცაბერიძემ.