დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარ

კანდიდატებადაც იყრიან კენჭს

თავისუფალი საქართველო წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მედია საშუალებები ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ თავისუფალი საქართველო ღონისძიებების გაშუქებას, პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა, სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

უახლოეს მომავალში თავისუფალი საქართველო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოცდაათივე ოლქში წარადგენს. თავისუფალი საქართველო თავმჯდომარე, კახა კუკავა კენჭს ვაკის რაიონში იყრის, ხოლო პარტიის თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქვემო იმერეთის (წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონი) მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდება.

განცხადებას თავისუფალი საქართველოს პრეს-სამსახური ავრცელებს.