დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ბაღდათის

მოსახლეობას შეხვდა

თავისუფალი საქართველო ლიდერები საქართველოს მასშტაბით, მხარდამჭერებთან შეხვედრებს განაგრძობენ. წინასაარევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა, დღეს - იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში გაიმარა.

პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, საქართველოში ორპოლუსიანი პოლიტიკური პლატფორმა არსებობს, რომელიც უნდა დასრულდეს, ამ დასასრულს კი, პატრიოტულმა ძალებმა უნდა შეუწყონ ხელი.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, საქართველოს მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების პოლიტიკურ კინკლაობას უკვე 8 წელია უყურებს, რომელიც ურთიერთლანძღვისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ჩვენ, კატეგორიულად ვემიჯნებით ასეთ დამოკიდებულებას და ვაცხადებთ, რომ დაუყონებლივ უნდა დასრულდეს ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე ძალადობა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მხარდამჭერებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ოქტომბრის არჩევნებში პატრიტულ ძალებს მეტი პოლიტიკური ასპარეზი მიეცეთ და ეს აუცილებლად მოხდება საპარლამენტო ტრიბუნიდან,- განაცხადა კახა კუკავამ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე თავისუფალი საქართველო ემიგრანტებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაია როხვაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში უიმედობის დრო უნდა დამთავრდეს.

ჩვენი ქვეყანა ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება, უამრავი ადამიანი იმყოფება ემიგრაციაში იმის გამო, რომ საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრები გამოკვებონ. ეს უნდა დამთავრდეს და ამის დასასრულის დასაწყისი, ქართველო ხალხის არჩევანი იქნება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოების გულშემატკივარ ძალას დაუჭერს მხარს,-განაცხადა მაია როხვაძემ.

თავისუფალი საქართველო ლიდერები პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებენ.