დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ბათუმში პარტიის

აჭარის ორგანიზაციის ოფისი გახსნა

13 ივლისს, ბათუმში (ასათიანის 38) „თავისუფალმა საქართველომ“ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ოფისის პრეზენტაცია გამართა.

პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო „თავისუფალი საქართველოს“ გეგმები და პოზიციები 2020 წლის არჩევნებისთვის.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, იმისთვის, რომ არც წარსულში დავბრუნდეთ და არც არსებულ უძრაობაში დავტოვოთ ქვეყანა, აუცილებელია საზოგადოებამ არჩევანი იმ პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ გააკეთოს, რომლებიც არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე არ არიან. „თავისუფალი საქართველო“ სწორედ ასეთ არჩევანს სთავაზობს საზოგადოებას და 2020 წლის არჩევნებზე მაღალი მხარდაჭერის მოლოდინი აქვს.

„თავისუფალი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო კამპანიისთვის მზადებას და მაჟორიტარ კანდიდატებს, მათ შორის აჭარაში, უახლოეს მომავალში დაასახელებს.