დაგვაფინანსე

შოთა მაქაცარია დიმიტრი

ხუნდაძეს: „სტუმარ-მასპინძელი“ წაგიკითხავთ?

დიმიტრი ხუნდაძემ 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხადამჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

 

მკვლელის გონება სატანამ დაიმონა და დანისლა, ამიტომ გაბედა მიპარვა, ზურგში ჩაცემა დანისა“. ზურგიდან მიპარვა მხოლოდ არაკაცებმა იციან. როცა თვალს ვერ გისწორებენ და არც გამბედაობა აქვთ იმდენი. ჩემი მშობელი დედა ყოველთვის პირში მთქმელობას მასწავლიდა და არა ზურგს უკან ფლიდურ ქმედებას. თქვენი დედა მაინტერესებს, მოგიწონებთ მაგ საქციელს?“.

 

ხუნდაძის პოსტს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი და სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი შოთა მაქაცარია პასუხობს:

 

„ბატონო დიმიტრი, ჩვენ ვიყავით თქვენთან ჩამოსული მცხეთაში პირისპირ სასაუბროდ, თქვენ კი ადგილზე „ზონდერები“ დაგვახვედრეთ, რომლებიც „გაბედეს“ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამის შემდგომ პოლიციამ არათუ თავდამსხმელები, არამედ დაზარალებულები დააკავა.  საინტერესოა, დედამ არ გასწავლათ, რომ სალაპარაკოდ მოსული სტუმრის ცემა არ შეიძელება?! ან „სტუმარ-მასპინძელი“ მაინც არ გაქვთ წაკითხული?! ან ძირს დაგდებულ ახალგაზრდას 4 ადამიანი თავში წიხლებს რომ ურტყამდა, ეს რომელი „კაცური“ საქციელია?! ამის გარდა, ჩვენმა აქტივისტებმა გუშინაც შემოგთავაზეს, რომ დაგვეთქვა დრო და ადგილი და გვესაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც ახალგაზრდებს გვაწუხებს, თუმცა არათუ,  დაგველაპარაკეთ, არამედ საერთოდ - გაიქეცით.

 

ამ ყველაფრის ფონზე, „გაბედეს“ აქტივისტების მიმართ მსგავსი განცხადების გაკეთების დროს, მინიმუმ, უხერხულად უნდა იგრძნოთ თავი. ჩვენ ჩვენს შემოთავაზებას ძალაში ვტოვებთ და მზად ვართ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას მშვიდობიან ფორმატში თქვენთან საუბრისთვის და იმ კითხვების დასასმელად, რაც გვაწუხებს“ - აცხადებს მაქაცარია.