დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ნაძალადევის რაიონში, პარტიის

საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გაიმართა

ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში იკრებს ძალას და მზად ვართ ამომრჩევლების ნდობა მაქსიმალურად გავამართლოთ“. ეს განცხადება დღეს, „თავისუფალი საქართველოლიდერებმა, კახა კუკავამ ნაძალადევის რაიონში, პარტიის საარჩევნო შტაბის შეკრებაზე გააკეთა.

მისი თქმით, წინა და მოქმედი ხელისუფლების ორპოლუსიანი მმართველობა უნდა დასრულდეს, ეს შედეგი კი, თავად ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით უნდა დადგეს.

ერთადერთი, რაცქართული ოცნებისდაპირებების არსენალში დარჩა, ისაა, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდება და თუ დაბრუნდება-დააპატიმრებენ. ამას ჩვენი საზოგადოება 8 წელია ისმენს. ასევე წლებია რაც სააკაშვილისგან გვესმის, რომ ჩამოდის...

საზოგადოება დაიღალა ამ აბსურდის თეატრით. პოლიტიკურად გაკოტრებული ძალები საქართველოს მოსახლეობასპური და სანახაობისროლში განიხილავენ, ამიტომ ამ დამოკიდებულებას 2020 წლის არჩევნებში, თავად ხალხი გასცემს პასუხს“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მოგვიანებით განცხადება გააკეთათავისუფალი საქართველონაძალადევის მაჟორიტარმა კანდიდატმა, გია ყრუაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს გაუსაძლისი პირობებია. ხალხი მასიურად ტოვებს ქვეყანას, ხოლო ვინც ჯერ კიდევ დარჩა, უიმედობასა და უკიდურეს სიღატაკეს განიცდის.

მანვე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს რკინიგზაში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილა.

მე რკინიგზელი ვარ და კარგად ვიცი, თუ რა ხდება ამ სფეროში. ქართული ეკონომიკის ეს უდიდესი სექტორი ჩამოშლის პირასაა, თითქმის სრულადაა გაპარტახებული მისი ინფრასტრუქტურა, ასევე თითქმის აღარ ფუნქციონირებს ელმავალთმშენებელი ქარხანა, ათასობის რკინიგზელი კი, უმუშევრადაა დარჩენილი და ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე“,- განაცხადა ყრუაშვილმა.

ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის აზრით, 1 იანვრიდან ქვეყანაში გარდამტეხი მოვლენები განვითარდება, ამის წინა პირობა კი, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებია.