დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ქვეყნის

მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს

თავისუფალი საქართველო სრულიად საქართველოს ულოცავს ქვეყნის ისტორიაში ასახულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს - დიდგორობას!

დიდგორის ბრძოლა, ეს არა მხოლოდ საქართველოს დიადი ისტორიის უტყუარი მაგალითია, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაც, რომელიც ნათელი დასტურია, თუ როგორ შეიძლება თავისუფლებისთვის მებრძოლმა, რაოდენობით მცირერიცხოვანმა ერმა სამშობლოსათვის გმირული თავდადება გამოავლინოს და მოწინააღმდეგეზე, ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს.

საქართველოს ისტორიაში დიდგორის ბრძოლა, მართლაც უდიდესი გამარჯვებაა, ასევე ქვეყნის ერთიანობის, სამშობლოსთვის თავდადების უდიდესი მაგალითი, თუმცა დასანანი და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების მმართველობის 8 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეს ისტორიულად უდიდესი, უმნიშვნელოვანესი დღე საყოველთაო ზეიმად - უქმედ გამოეცხადებინა, მეზობელი სახელმწიფოს აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო პრეტენზიების გამო.