დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ათენში

ქართულ დიასპორას ხვდებიან

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და გოგი წულაია, ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან. კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ გამართულ შეხვედრაზე, პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ისაუბრა როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკურ საკითხებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პრობლემებზე. დიასპორის წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხები, რომელიც უკავშირდება დაწყებით განათლებას, პროფესიულ მომზადებას, სამედიცინო სერვისებს, საპენსიო სქემაში ჩართვის შესაძლებლობებს და სხვა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები, საქართველოში დაბრუნებისთანავე, მთავრობის კომპეტენტურ წარმომადგენლებს შეხვდებიან და ზემოთაღნიშნული საკითხების გადაჭრის კონკრეტულ გზას უახლოეს ერთ თვეში გამოაქვეყნებენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ჩაშლის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივის მობილიზაცია, თუმცა „გაერთიანებულ ოპოზიციას“ სულ სამი ადამიანი წარმოადგენდა (ბაჩანაშვილი, სამხარაძე, ყრუაშვილი), რომლებიც ობსტრუქციის მოწყობას შეეცადნენ, მაგრამ დამსწრე საზოგადოების პროტესტის შემდგომ, იძულებულები გახდნენ დარბაზი დაეტოვებინათ.

გარდა ამისა, ათენის ქართულმა დიასპორამ „თავისუფალ საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამის რეალიზაციაში მხარდაჭერა აღუთქვა,  გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ბერძნული სააფთიაქო კომპანიის წარმომადგენლებთან.

საჯარო შეხვედრის პარალელურად, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ყოველდღიურ რეჟიმში ესწრებიან ღონისძიებებს ათენის კულტურის სახლში, საკვირაო სკოლაში და სხვა დაწესებულებებში.