დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ტაბახმელაში

მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ

თავისუფალი საქართველო განსხვავებ სხვა პარტიებისგან, ამომრჩევლებთან, არა დაპირებებით, არამედ, უკვე განხორციელებული პროგრამებით მიდის. ჩვენ მიერ ერთი წლის წინ შექმნილი პროექტი, „იაფი მედიკამენტების პროგრამაიმდენად პოპულარული გახდა, რომ ის სრულიად სახალხო პროექტად გარდაიქმნა, რომლითაც ათასობით ადამიანმა ისარგებლა და დღემდე სარგებლობს“,- ამ სიტყვებით დაიწყო დღეს კახა კუკავამ ტაბახმელის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებთან გამოსვლა.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველოსხვა სოციალური მისიის საქმიანობასაც ეწევა, რომელიც საბანკო მევახშეობის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

ჩვენ ბანკების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით იმას, რომ ბანკებმა ჰიპოთეკური სესხების გაცემით, ისედაც გაჭირვებული ადამიანები საბოლოოდ გააკოტრონ, თავად კი მილიონები იშოვონ. საქართველოში არსებული საბანკო სექტორი ხშირად ირეკლამებს თავს, რომ ევროსტანდარტებით მუშაობს. სინამდვილეში კი მათი მხრიდან ეს ყველაფერი ელემენტარული დემაგოგიაა და ციფრებით მანიპულირება. მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ სესხის ისეთ დიდ საპროცენტო განაკვეთს, რამდენიც საქართველოშია. ბრიტანეთში შინაურ ცხოველს ვერ გამოასახლებენ სახლიდან, თუ მასზე სხვა მზრუნველს შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ ექნება. საქართველოში კი, ბანკები მრავალშვილიან ოჯახებს ღია ცის ქვეშ ტოვებენ, სამაგიეროდ, ახლა საბანკო სექტორის ბოსები კარდაკარ დადიან და ისევ ამ გაჭირვებულ ადამიანებს საარჩევნო ხმებს თხოვენ,“- განაცხადა კახა კუკავამ.

დღესვე, „თავისუფალი საქართველოლიდერმა, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

არ არსებობს ძალა, რომელიც ხალხის ნებაზე უფრო აღმატებულია. ახლა მთავარია საზოგადოებამ ეს ნება თავად გამოიჩინოს დაარაუთხრას იმ ნეორიბერალურ კლანებს, რომლებიცნაციონალური მოძრაობისადაქართული ოცნებისსახით, სახელმწიფოსა და ხალხზე თანაბრად ძალადობენ.

ნაცმოძრაობადაოცნებარომ ერთი ძალაა, ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა. სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არსებული ტოლობის ნიშანი ისევ და ისევ ძალადობრივი რეჟიმის მთავარმა არქიტექტორებმა დასვეს, რომლებმაც ახლაევროპულიმანტია მოირგეს და ადამიანების უფლებებზე ალაპარაკდნენ.

დროა, ამ და ყველა იმ დამნაშავე რეჟიმს ხალხის მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცეს, ოღონდ არა ქვების სროლით, როგორც ამასნაცებიდაქოცებიერთმანეთის ჩაქოლვით აკეთებენ, არამედ მათთვის უარის თქმა კლასიკური, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს.

2020 წლის 31 ოქტომბერი, ქვეყნის სათავეში ეროვნული ძალების მოსვლის დროა!“,- განაცხადა კახა კუკავამ.