დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: იაფი

მედიკამენტების პროგრამა გრძელდება

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს თავისუფალი საქართველო იაფი მედიკამენტების პროგრამის განხორციელებით, ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენდა.

ამასთან დაკავშირებით, თავისუფალი საქართველო ლიდერმა კახა კუკავამ განმარტება გააკეთა.

კარგი იქნება, რომ ამ ორგანიზაციას, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი აქვს მინიჭებული, უფრო კვალიფიცირებული თანამშრომლები დაესაქმებინა ამ მიმართულებით და ელემენტარულად საარჩევნო კოდექსი მაინც წაეკითხათ, სადაც მითითებულია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა შეიძლება იყოს მისთვის, მხოლოდ უფასო და ასევე, უფრო დაბალ საბაზრო ფასებში რაიმე ნივთების გადაცემა.

საერთოდ მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებს ელემენტარული კორექტულობა გამოეჩინათ და სანამ ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე რაიმე მოხსენებას დაწერდნენ, თავად ჩვენთან გაევლოთ კონსულტაციები მათთვის უცნობ საკითხებზე და ჩვენგან შესაბამის, კომპეტენტურ განმარტებას მიიღებდნენ.

ჩვენ, იაფ მედიკამენტებს არავის არ ვჩუქნით და არც დაბალ ფასებში არ გადავცემთ. თავისუფალი საქართველო, მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ ცალკეულმა მომხმარებლებმა, ან მეწარმეებმა მიიღონ, შეისყიდონ ეს მედიკამენტები თურქეთში, რასაც საქართველოს მთავრობა და ფარმაცევტული მონოპოლისტები ხელს უშლიან.

გარდა ამისა უხერხულად გვეჩვენება ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში, სადაც ხაზარაძის, კეზერაშვილისა და ივანიშვილის პარტიები იყრიან კენჭს, თავისუფალ საქართველო სდებენ ბრალს ამომრჩევლის მოსყიდვაში. ეს ნამდვილად ღიმილის მომგვრელია, -განაცხადა კახა კუკავამ და განმარტა, რომ იაფი მედიკამენტების პროგრამამომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ყველა მოქალაქეს ვისაც იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები სჭირდება, ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ მათ, ეს წამლები პანდემიის პირობებშიც შეიძინონ თურქეთიდან, სადაც მედიკამენტების ფასები საქართველოსთან შედარებით 70-80%-ით უფრო დაბალია.

მედიკამენტების შესაკვეთად დაინტერესებულ პირებს მივმართავ, რომ თავისუფალი საქართველო ნებისმიერ ოფისში უნდა წარმოადგინონ .. ფორმა 100. იაფი მედიკამენტების პროგრამისშესახებ დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ პარტიის შესაბამის გვერდზე: www.freegeorgia.ge/ge/med, ხოლოთავისუფალი საქართველოსოფისების ხილვა შესაძლებელია: www.freegeorgia.ge/ge/regions.