დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატობის

კანდიდატები ლოიალურობის პრინციპით შეარჩია

ქართულმა ოცნებამ დეპუტატობის კანდიდატები ლოიალობის პრინციპით შეარჩია, რომლებსაც საზოგადოებისთვის ძირეული ცვლილებების მოტანა არ შეუძლიათ. მმართველი პარტიის მთავარი მიზანი, დღეს სტატუსკვოს შენარჩუნებაა. ქართული ოცნება, თუ ადრე საზოგადოებას მედიკამენტების გაიაფებასა და 100 ახალი ქარხნის აშენებას ჰპირდებოდა, დღეს ეს ყველაფერი სიტყვების დონეზეც კი აღარ ისმის. სამაგიეროდ მათი რიტორიკა მთელი ოპოზიციის მიმართ უცვლელია. ვინც ქართულ ოცნებას, მხარს არ უჭერს, მათთვის - ყველა ნაცია,- ასე გამოეხმაურა თავისუფალი საქართველო- ლიდერი კახა კუკავა ქართული ოცნების მიერ გამართულ პრეზებტაციას, რომლის დროსაც მმართველმა პარტიამ პარლამენტის დეპუტატთა კანდიდატთა პირველი ოცეული და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდა.

კახა კუკავას თქმით, ქართულ ოცნებაში არიან ისეთი ადამიანებიც,რომლებსაც საქმის კეთება შეუძლიათ, თუმცა არსებული სისტემის გამო, მათი ქმედება არაეფექტურია. ერთადერთი დაპირება კი, რაც ამ პარტიამ ძალაში დატოვა ისაა, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდება.

მინდა ამომრჩევლის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილო. 2018 წელს ივანიშვილი საზოგადოებას სასამართლო სისტემის ძირეულ ცვლილებას დაჰპირდა, იყო სხვა დაპირებებიც. საზოგადოებისთვის დღეს წარდგენილი სიით კარგად ჩანს, რომ ქართული ოცნება არანაირ ცვლილებას არ აპირებს და მისი მიზანი სხვა მიმართულებებს ემსახურება. ამ პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში წარადგინა ხალხი, რომლებიც წინა წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენების დროს, არა თუ წინა ხაზზე, არამედ კულისებშიც კი არ ჩანდნენ, ხოლო ის ფაქტი, რომ საარჩევნო სია სპორტსმენებით დაკომპლექტდა, იმაზე მიუთითებს, რომ ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდა და მისი პოლიტიკური წონა საზოგადოებაში ნაკლებია,-განაცხადა კახა კუკავამ.