დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სამგორის

რაიონში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ

ჩვენი პარტია არის ერთადერთი ძალა, რომელიც დღეს, ქვეყანაში ხელოვნურად დამყარებულ ნეოლიბერალურ მმართველობას ეწინააღმდეგება. სამი ათეული წელია საქართველო ამ სისტემით იმართება, რომელმაც ქვეყანა და მისი მოსახლეობა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა.

ამ სიტყვებით მიმართა დღეს სამგორის რაიონში შეკრებილ მხარდამჭერებს თავისუფალი საქართველო ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც მოსახლეობას სამგორის მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად ხვდა.

კახა კუკავამ და ლალი ფერაძემ პარტიის მიმდინარე და სამომავლო ამოცანებზე ისაუბრეს.

კახა კუკავას თქმით, პანდემიის მიუხედავად თავისუფალი საქართველო იაფი მედიკამენტების პროგრამას მომავალშიც გააგრძელებს და მომხმარებელი აუცილებლად მიიღებს შეღავათიან წამლებს.

ლალი ფერაძის თქმით კი, თავისუფალი საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მევახშეებისგან დაზარალებული ადამიანების ინტერესები საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მაქსიმალურად იყოს დაცული.

ჩვენმა პარტიამ ასობით ოჯახს შეუნარჩუნა თავშესაფარი. ის ადამიანები, რომლებიც მევახშეობით დღესაც არიან დაკავებულები, პოლიტიკური პარტიები შექმნეს, ახლა კი კარდაკარ დადიან და ადამიანებს მხარდაჭერას თხოვენ. მჯერა, საზოგადოება სწორ არჩევანს კააკეთებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ კი, მზად ვართ, ეროვნული სტრატეგია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე განვაგრძოთ და ერსა და ბერს იმავე პრინციპებით ვემსახუროთ, როგორც აქამდე იყო,- განაცხადა ლალი ფერაძემ.

12 სექტემბერს, ნაძალადევში, თავისუფალი საქართველოს ნაძალადევის რაიონის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გაიმართება.