დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში

მეწარმის გამოსახლება შეაჩერა

11 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა  „საქართველოს ბანკის“ დავა ადგილობრივი მეწარმის, ვაჟა კორკელიას წინააღმდეგ.

ბანკმა, კერძო აუქციონის გზით, თაღლითურად მიზერულ ფასში ხელში ჩაიგდო კორკელიას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია და დღევანდელ პროცესზე ბანკის წარმომადგენლები ცდილობდნენ ქონების დასაკუთრება მოეხდინათ დაუყოვნებლივი აღსრულების გზით.

მეწარმის ინტერესებს სასამართლო პროცესზე „თავისუფალი საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, თენგიზ ომანიძე წარმოადგენდა.

პარტიის ძალისხმევით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბანკის მოთხოვნა იძულებით აღსრულებაზე, რაც კორკელიას დამატებით ვადას მისცემს ვალდებულების შესასრულებლად და ქონების დასაბრუნებლად.

„სამწუხაროდ, საქართველოში საბანკო სექტორის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, მოსახლეობის და მცირე ბიზნესის ძარცვა, მათი ქონების დასაკუთრება და ეს არის ყველა ბანკის შემოსავლის ერთადერთი წყარო, ნაცვლად იმის, რომ საბანკო სექტორი აფინანსებდეს ბიზნესს და ხელს უწყობდეს მეწარმეობის განვითარებას, ის გადაქცეულია მძარცველურ ორგანიზაციად, ხოლო სახელმწიფო ყოველივე ამას უწყობს ხელს. „თავისუფალ საქართველოს“ მიაჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით და იმედს გამოვთქვამთ, რომ 2020 წლის პარლამენტში ამ საკითხზე გაიმართება არსებითი მსჯელობა“, - განაცხადა პროცესის შემდეგ თენგიზ ომანიძემ.