დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ იაფი

მედიკამენტების პროგრამას განაგრძობს

11 მარტს, ქუთაისსა და წყალტუბოში, პარტიათავისუფალი საქართველოსლიდერმა კახა კუკავამ, მოქალაქეებს იაფი მედიკამენტები გადასცა: კარდიომაგნილი - 3.15 ლარად (თბილისის აფთიაქებში ეს წამალი 9.82  ლარი ღირს), ტრიპლექსამი 10/2,5/10მგ - 24.01 ლარად (53.97ლარის ნაცვლად) და ტრიპლექსამი 5/1,25/5მგ - 10.34 ლარად (40.47ლარის ნაცვლად).

თავისუფალი საქართველო“, იაფი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, ყველაზე მოთხოვნად პრეპარატებს მოსახლეობას თურქული აფთიაქების ფასებში აწვდის. პროგრამამ მოქალაქეების დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ დააწესა აკრძალვა თურქეთიდან მედიკამენტების კომერციულ იმპორტზე, რის გამოც საკმარისი რაოდენობით იაფი პრეპარატების შემოტანა ვერ ხერხდება. აკრძალვის მიზანი მედიკამენტების მონოპოლიური ბაზრის შენარჩუნება და ივანიშვილის (ჯი-პი-სი, ფარმადეპო) და ოქრიაშვილის (პსპ) გამდიდრებაა.

თავისუფალი საქართველო“, მხარდამჭერებთან ერთად, ამ მაფიოზური სინდიკატის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიის დაწყებას გეგმავს. პარტია გარანტიას იძლევა, რომ როგორც კი მოიხსნება თურქეთიდან მედიკამენტების კომერციულ იმპორტზე აკრძალვა, 24 საათში საქართველოში წამლების ფასი 70-80%-ით გაიაფდება.