დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო” რკინიგზელთა

უფლებებს იცავს

თავისუფალი საქართველო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, გია ყრუაშვილი რკინიგზაში შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს.

გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს.

ბატონო პრემიერო-მინისტრო,

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ელმავალთმშენებლების მუშებთან აპირებთ შეხვედრას. ამ დღეებში უამრავი რკინიგზელი დამიკავშირდა, რომლებიც თავის დროზე სამსახურიდან უმიზეზოდ დაითხოვეს. ისინი თქვენგან მოითხოვენ პასუხს, თუ რის საფუძველზე მოხდა მათი უფლებების შელახვა.

ჩემი მიზანი არ არის ვითარების გამწვავება. ჩემი მიზანია არსებული პრობლემების მოგვარება რკინიგზის სექტორში. პირადად მე, როგორც ერთ-ერთი რკინიგზელი, მონაწილეობის მიღებას აღნიშნულ შეხვედრაში არ ვაპირებ. არ მსურს შეხვედრისას ვითარება დაიძაბოს და ამით რომელიმე პროვოკატორმა ისარგებლოს, თუმცა ნამდვილად მინდა გადმოგცეთ იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომელიც რკინიგზაში წლების განმავლოობაში დაგროვდა.

საქართველოს რკინიგზა დღეს ქართული ეკონომიკის წამგებიან სექტორად იქცა, განადგურების პირასაა ელმავალმსენებელი ქარხანა. მუშახელი თითმის აღარ დარჩა, ხოლო ვინც დარჩა, გაუსაძლის პირობებში უწევს მუშაობა, არა და იყო დრო, როდესაც საქართველოს რკინიგზა ქართული ეკონომიკის მთავარ ლოკომოტივს წარმოადგენდა.

ჩვენ წლებია ვიბრძვით სამართლიანობისათვის, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, თუმცა სამწუხაროდ ეს პრობლემები, ისევ პრობლემად რჩება.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, რკინიგზელებთან შეხვედრა თუ პრობლემების მოსაგვარებლად და ხალხის კეთილდღეობისთვის გსურთ, რა თქმა უნდა ამას მივესალმები, ხოლო, თუ იმიტომ გინდათ მათთან შეხვერა, რომ წინასაარჩევნო აქტივში დაფიქსირდეს, ეს საკუთარი თავის მოტყუება იქნება და ასევე რკინიგზელების , - აცხადებს თავისუფალი საქართველო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გია ყრუაშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ ღია წერილში.