დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ქობულეთში

გამოსახლება შეჩერა

10 მარტს ქობულეთში მეგრელიძეების  ოჯახის საპოლიციო გამოსახლება იყო დანიშნული.

„საქართველოს ბანკი“ მოვალეს 27 000 აშშ დოლარის სანაცვლოს 150 000 აშშ დოლარს სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი ხუთსულიან ოჯახს ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებით ემუქრება. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს ბანკის წინაშე 50 000 აშშ დოლარის გადახდა ეკისრება, რაზეც მეგრელიძეები, გონივრული პირობებით რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, თანახმა არიან. ოჯახში ცხოვრობს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, აქედან ერთ-ერთი 8 თვისაა.

აღსრულების პროცესს, მისი შეჩერების მიზნით, ესწრებოდნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ოჯახის გულშემატკივრების ძალისხმევით, დანიშნული გამოსახლება შეჩერდა. მხარეებს შორის გაიმართება მედიაციის პროცესი, რაშიც ჩაერთვებიან „თავისუფალი საქართველოს“ იურისტები და მოვალის ინტერესებს წარმოადგენენ.