დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“: ანაკლიის პროექტი

არ უნდა ჩაიშალოს

პარტიათავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პროექტის ჩაშლის შესახებ:

მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პროექტი აუცილებლად სჭირდება საქართველოს. დღესდღეობით, ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და მიუხედავად იმისა, რომ იტენსიურად იზრდება აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების რაოდენობა, ეს არანაირად არ აისახება ფოთისა და ბათუმის პორტების ტვირთბრუნვაზე. ამისი მიზეზი სპეციალისტების მიერ ჯერ ჯიდევ ათეულობით წლების წინ არის დადგენილი: აუცილებელია და საქართველოს სჭირდება ღრმაწლოვანი პორტი, რომელსაც ექნება საზღვაო ტვირთების მომსახურების უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ბათუმისა და ფოთის პორტებს გააჩნიათ.

ხელისუფლებამ პროექტის განხორციელება თავიდანვე კორპუფციული სქემით დაიწყო, როდესაც ის წაართვა კანონიერ მესაკუთრეს - თემურ ქარჩავას. აღსანიშნავია, რომ რეკეტი დაიწყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ და „წარმატებით“ გააგრძელა ივანიშვილმა.

კორუფციის მეორე ეტაპი იყო საერთაშორისო კონკურსი, რომელიც სრულიად არაგამჭვირვალე რეჟიმში წარიმართა. მთავრობამ პორტის მშენებლობაზე უარი უთხრა ჩინელ ინვესტორს, რომელსაც გააჩნდა, როგორც პროფილური გამოცდილება, ასევე მრავალმილიარდიანი ფინანსური გარანტიები და კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა კონსორციუმი. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, კომპანიას არ აღმოაჩნდა საკმარისი რესურსი პროექტის განხორციელებისთვის.

ყოველივე ამან გამოიწვია, ერთის მხრივ, პროექტის დისკრედიტაცია, ასევე, უზარმაზარი ეკოლოგიური ზიანის, რაც ანაკლიის სანაპიროზე სრულიად აშკარაა (ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველო“ სპეციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს).

მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი ბევრად უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, ვიდრე ივანიშვილისა და სააკაშვილის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები. ამიტომაც აუცილებელია, გამოცხადდეს საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ჩატარდება გამჭვირვალედ და გამარჯვებულად გამოცხადდება, არა ივანიშვილის ან სააკაშვილის წრეებთან დაახლოვებული ჯგუფი, არამედ მსხვილი საერთაშორისო კომპანია, რომელიც რეალურად შეძლებს მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან პროექტში.