დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას

მაჟორიტარ კანდიდატად გია ყრუაშვილი წარუდგინა

ჩვენი პარტია საქართველოს პარლამეტში გია ყრუაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. იგი უაღრესად პრინციპული ადამიანია, რომელიც პროფესიონალიზმითა და ქვეყნისადმი ერთგულებით გამოირჩევა, - განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ.

მას მიაჩნია, რომ ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა გია ყრუაშვილის მხარდაჭერით, პარლამენტში ეროვნული ძალების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც საქართველოს დღეს ასე მეტად სჭირდება.

თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატის გია ყრუაშვილის თქმით კი, საქართველოს პარლამენტი ეროვნული ძალებით უნდა დაკომპლექტდეს.

დღეს საკანონმდებლო ორგანო ნეოლიბერალი დეპუტატებისგან შედგება, რომლებმაც ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხეს. ისინი ერთმანეთში პორტირებული ჯგუფები არიან, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად ვარ ქვეყნის განვითარებისთვის პარლამენტიდან ვიბრძოლო და ეროვნული ძალების კონსოლიდაციას შევუწყო ხელი, - განაცხადა გია ყრუაშვილმა.

ნაძალადევის შემდეგ თავისუფალი საქართველო დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს დედაქალაქის სხვა რაიონებშიც წარადგენს.