დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ უკრაინელ

ხალხს სამძიმარს უცხადებს

პარტიათავისუფალი საქართველოუკრაინელ ხალხს, აგრეთვე ყველა იმ ქვეყნების მთავრობებს, რომელთა მოქალაქეებიც დაიღუპნენ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, სამძიმარს უცხადებს.

მძიმე წუთებში, საქართველო ყოველთვის გრძნობდა და ახლაც გრძნობს უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს თანადგომას. გვსურს, ჩვენი გულწრფელი მწუხარება გამოვხატოთ ამ დიდი ტრაგედიის გამო და იმედი გამოვთქვათ, რომ უკრაინელი ხალხი ღირსეულად გაუმკლავდება ამ დიდ გამოწვევას.

ღმერთმა დაუმკვიდროს დაღუპულებს სასუფეველი.