დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: მძღოლების სამუშაო გრაფიკი

8 საათს არ უნდა აღემატებოდეს

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათს, დღეში კი საშუალოდ 17 საათზე მეტს მუშაობს:

საზოგადოება არაერთხელ გამხდარა მოწმე საშინელი  ტრაგედიებისა, რაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევას უკავშრდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გავრცელებული პრაქტიკა, ხელმძღვანელობის მხრიდან გულგრილობის და დასაქმებულთა უსაფრთხო შრომის გარემოს ტოტალური მოშლის ნათელი მაგალითია.

მსოფლიოში აღიარებული სტანდარტით, მძღოლის სამუშაო გრაფიკი არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, შესვენებების ჩათვლით. ეს სტანდარტი დადგენილია მძღოლების შრომისა და დასვენების პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო კომისია „აეტრის“ მიერ და მისი მიზანია, როგორც თავად მძღოლების, ისე მგზავრების უსაფრთხოების დაცვა.

მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მერიას, ყურადღებით მოეკიდოს აუდიტის საგანგაშო დასკვნას და იზრუნოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.