დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ქარელის

რაიონში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ

რაც უფრო ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო მეტი დაპირება ისმის პარტიების მხრიდან. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მევახშეები, მევახშეობის წინააღმდეგ გამოდიან, ფარმაოლიგარქები წამლის გაიაფებაზე ალაპარაკდნენ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ციხეებში აწამებდნენ პატიმრებს, ახლა ადამიანი უფლებებზე საუბრობენ.

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც მონაწილეობა ამ მანკიერებებში არასოდეს არ მიუღია და ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ყველა ზემოხსენებულ პრობლემასა და დანაშაულს თავიდანვე დაუპირისპირდა, ხოლო დღეს, არაერთი შედეგებიც გვაქვს“,- ასე მიმართათავისუფალი საქართველოლიდერმა კახა კუკავამ სოფელ ზღუდეში შეკრებილ მოსახლეობას.

მისი თქმით, დღეს წარმატებით მოქმედებს პარტიის მიერ განხორციელებული პროგრამები.

არჩევნებამდე ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე, „თავისუფალმა საქართველომ“ „იაფი მედიკამენტების პროგრამააამოქმედა. ამ პერიოდის განმავლობაში ათასობით ადამიანმა ისარგებლა წამლებზე შეღავათიანი ფასებით, ასევე ათასობით ადამიანი დავიცავით მევახშეებისგან, რომლებიც ოჯახებს, მათივე თავშესაფრიდან გამოსახლებას უპირებდნენ. ჩვენი ხელშეწყობით მოხდა ისიც, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგა ქართული ჩაის განვითარების კუთხითაც. მაღაზიებში, უკვე მისი მრავალფეროვანი ასორტიც იყიდება. ასე რომ ჩვენ - თქვენამდე, არა დაპირებებით, არამედ რეალური საქმიანი ნაბიჯებით მოვედით და ამ სვლას თქვენივე მხარდაჭერის შემთხვევაში, მომავალშიც გავაგრძელებთ“,- განაცხადა კახა კუკავამ.

სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას დღესთავისუფალი საქართველო“, შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც მიმართა.

როგორც ხათუნა გელაშვილმა განაცხადა, ახლა ყველაფერი თავად ამომრჩეველზეა დამოკიდებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გსურთ უკეთესი მომავალი. ადამიანები ხშირად მეკითხებიან: როდის დასრულდება ქვეყანაში არსებული სიღატაკე, უიმედობა, შიმშილი, უმუშევრობა, სამშობლოდან უცხო ქვეყანაში ემიგრაცია, კლანური მმართველობა და ნეპოტიზმი.

ამ ყველა ჩამონათვალმა რომ აღარ იარსებოს, არსებობს ერთადერთი გამოსავალი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ ეროვნული მთავრობა, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი იქნება და ქვეყანას, მის პირად შპს-ედ არ განიხილავს“,- განაცხადა ხათუნა გელაშვილმა.