დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

თავისუფალი საქართველოარის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად სურს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. თუკი ჩვენთან ერთად ვინმეს მართლაც სურს კანონის უზენაესობა, მაშინ სამართლებრივად შეაფასოს ის სისხლიანი მოვლენები, რომელსაც 90-იან წლებში ეროვნული ხელისუფლების დამხობა მოჰყვა, მაგრამ ამაზე დღემდე არავინ საუბრობს, ამიტომ გაუგებარია მათი ასეთიდემოკრატიულობადა ვითომ დეკლარირებულილიბერალიზმ. არ მესმის, რანაირად შეიძლება იყო ჰუმანისტი და ამავე დროს თვალი დახუჭო ძალადობაზე, რომელსაც გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა და ასობით მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტა მოჰყვა მოძალადეებისგან“,- ასე მიმართა მისაქციელში შეკრებილ მხარდამჭერებს დღესთავისუფალი საქართველოსლიდერმა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, ახლა როგორც არასდროს მთელი საზოგადოების მობილიზებაა საჭირო.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანა არსებული კრიზისიდან გამოვიდეს. საზოგადოებას აქვს ორი არჩევანი: გააგრძელოს იმ ვითარებაში არსებობა, რომელშიც იგი ახალა იმყოფება, ან მხარი დაუჭიროს ეროვნულ ძალას და რადიკალურად შეცვალოს მისივე მომავალი, რომელიც ხვალინდელი დღის უკეთესი გარანტი იქნება.

დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხმაქართულ ოცნებასადანაციონალურ მოძრაობასშორის გააკეთოს არჩევანი, ამიტომაც იდგმება იმიტირებული ძალადობა, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ ვადევნებთ თვალყურს, რეალურად კი ხდება ყურადღების გადატანა, რომ მათ გარდა თითქოს აღარავინ არ არის“,- აღნიშნა კახა კუკავამ.

მოგვიანებით, „თავისუფალი საქართველოსლიდერმა მისაქციელში შეკრებილ მხარდამჭერებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

მინდა ახლოს გაიცნოთ ის ადამიანი, რომელიც თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტის ტრიბუნიდან ეროვნული სულისკვეთებით იბრძოლებს. მას კარგად ესმის რას ნიშნავს საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლა და რას ნიშნავს ადამიანის უფლებები. თქვენი სურვილის შემთხვევაში, გიორგი აბჟანდაძე იქნება ის მაჟორიტარი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, არა ფორმალურად, არამედ რეალურად იზრუნებს და ხელისუფლების რეგიონალურ დეპუტატს - ფეოდალიზმში არასოდეს დაემსგავსება“,- აღნიშნათავისუფალი საქართველოლიდერმა.

თავის მხრივ გიორგი აბჟანდაძემ პირობა დადო, რომ მოსახლეობის მხარდაჭერის შემთხვევაში, მისი სამუშაო გრაფიკი კონკრეტული ვასით არ განისაზღვრება.

მზად ვარ რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის მაქსიმუმი გავაკეთო, ასევე აქტიურად შევუწყო ხელი იმ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს, რომელიცთავისუფალი საქართველოსხელშეწყობით დღემდე ხორციელდება“,- განაცხადა გია აბჟანდაძემ.