დაგვაფინანსე

„თავისუფალმა საქართველომ“ იაფი

მედიკამენტების პროგრამა განაახლა

8 თებერვლას, გორში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, მოქალაქეებს იაფი მედიკამენტები გადასცა: გალვუსმეტი - 51.29 ლარად (თბილისის აფთიაქებში ეს წამალი 102.43 ლარი ღირს), კარდიომაგნილი - 2.53 ლარი (9.82 ლარის ნაცვლად), ბეტალოკი-ზოკი - 8.50 ლარად (25.71 ლარის ნაცვლად), ნებილეტი - 5.52 ლარად (18.58 ლარის ნაცვლად), ტრიპლექსამი - 14.42 ლარად (49.18 ლარის ნაცვლად), ლორისტა - 10.37 ლარად (25.64 ლარის ნაცვლად).

„თავისუფალი საქართველო“, იაფი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, ყველაზე მოთხოვნად პრეპარატებს მოსახლეობას თურქული აფთიაქების ფასებში აწვდის. პროგრამამ   მოქალაქეების დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ დააწესა აკრძალვა თურქეთიდან მედიკამენტების კომერციულ იმპორტზე, რის გამოც საკმარისი რაოდენობით იაფი პრეპარატების შემოტანა ვერ ხერხდება. აკრძალვის მიზანი მედიკამენტების მონოპოლიური ბაზრის შენარჩუნება და ივანიშვილის (ჯი-პი-სი, ფარმადეპო) და ოქრიაშვილის (პსპ) გამდიდრებაა.

„თავისუფალი საქართველო“, მხარდამჭერებთან ერთად, ამ მაფიოზური სინდიკატის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიის დაწყებას გეგმავს. პარტია გარანტიას იძლევა, რომ როგორც კი მოიხსნება თურქეთიდან მედიკამენტების კომერციულ იმპორტზე აკრძალვა, 24 საათში საქართველოში წამლების ფასი 70-80%-ით გაიაფდება.