დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ

დაზარალებული მეანაბრეების მიმართ უსამართლობა გრძელდება

7 ოქტომბერს, „თავისუფალი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერის, კახა კუკავას და საფინანსო კოპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელობა სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, რეალურად არ ხდება დანაშაუელბრივი სქემის სრულყოფილად გამოძიება და 2300-ზე მეტი მენაბრე, დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი უფლების აღდგენას:

„კომპანიის დირექტორის განცხადებით, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის, მას მეანაბრეების თანხები ხელისუფლების თანამდებობის პირებმა დაათმობინეს და ესაა მიზეზი, რის გამოც კომპანია გაკოტრდა. მაგრამ ამ მიმართულებით გამოძიებას საერთოდ არ უმუშავია“ - განაცხადა კახა კუკავამ.

„სახეზე გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურების აშკარა, სისტემური ხარვეზები და დანაშაულები. მივაღწიეთ იმას, რომ დაზარალებულის სტატუსით ვმონაწილეობთ საქმეში, თუმცა პროცესი ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ჭიანურდება, რის გამოც ჩვენი მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო მძიმდება“ - აცხადებს დაზარალებული მეანაბრე ლიკა ლომთათიძე.

კახა კუკავამ საფინანსო კომპანიის მიერ დაზარალებულ მეანაბრეებს სამართლებრივ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. „თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებისგან საქმის სრულყოფილ გამოძიებას, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას და მეანაბრეებისთვის ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვს.