დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: სტუდენტებს სტატუსი

არ უნდა შეუჩერდეთ

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია  გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანხმადაც უნივერსიტეტები დავალიანების მქონე სტუდენტებს სტატუს შეუჩერებენ:

„საქართველოში 2020 წლის მონაცემებით სტუდენტების რიცხვი 148000 აჭარბებს. იმ პირობებში როდესაც კორონავირუსმა ბევრი სტუდენტი უმუშევარი დატოვა, სტუდენტები თანხის გადახდას ვეღარ ახერხებენ რასაც ზოგიერთი უნივერსიტეტი გაგებით მოეკიდა, ზოგიც - არა. სამწუხაროდ სატუსშეჩერებულ სტუდენტთა  სტატისტიკა, რაც წლიდან წლამედე იზრდებიოდა და 2018 წელს 53000 გადააჭარბა, ახლა კიდევ უფრო გაიზრდება თუ სახელმწიფო დროულად არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს.

რა თქმა უნდა, სახელმწიფო საკუთარ თავზე ვერ აიღებს  148000 სტუდენტის განათლების სრულად დაფინანსებას, რაც წელიწადში დაახლოებით  333 მლნ  ლარს აღემატება,  მაგრამ მიმდინარე აკადემიურ სემესტრში, გამონაკლისის სახით, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოძებული თანხები იმისთვის რომ სტუდენტებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება“ - აღნიშნავს შოთა მაქაცარია.