დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ კახეთის მაჟორიტარ

კანდიდატად მაია წერეთელი დაასახელა

თავისუფალმა საქართველომ დღეს, კიდევ ერთი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა საკუთარ მხარდამჭერებს. დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად, თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის ოლქში მაია წერეთელი იბრძოლებს.

როგორ პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, წიასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის და პოლიტიკური ტემპერატურა იმატებს.

წინასაარჩევნოდ, როგორც მოსალოდნელი იყო ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ხალხს მორიგი სანახაობა შესთავა, რომელიც მთლიანად ძალადობაზეა აგებული. ასე ხდება, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალებს აღარანაირი რესურსი აღარ გააჩნიათ და საზოგადოების ყურადღების მოპოვებას, მხოლოდ მძაფრი კადრებით ცდილობენ. დავაკვირდეთ, ყოველი არჩევნების წინ ასე ხდება, მაგრამ არ არსებობს არცერთი ფაქტი, როდესაც ვინმემ სათანადო პასუხი აგო კანონის წინაშე. სამაგიეროდ აქცენტი ორ პოლიტიკურ ძალაზე კეთდება და ხდება იმიტაცია, რომ მათ გარდა, სხვა აღარ არსებობს, ანუ თავისდროზე, როგორც ივანიშვილმა თქვა, მესამე ძალა შუა უნდა გაიკრიფოს.

თუ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მიმაჩნია რომ ასეთი, არა თუ ქმედება, არამედ აზროვნებაც კი უნდა დამთავრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმ სახელმწიფოების პოლიტიკურ წყობას, რომელიც აფრიკულ ქვეყნებს ახასიათებთ და ევროპულთან საერთო არაფერი აქვთ,- განაცხადა კახა კუკავამ.

მოგვიანებით თელავში შეკრებილ საზოგადოებას თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მაია წერეთელმა მიმართა.

ეროვნული მოძრაობის პირველ წლებში პოლიტიკოსები და ხალხი ერთი მთლიანი ორგანიზმი გახლდათ. ეს იყო ერთი უმთავრესი იდეის მატარებელი საზოგადოება. მაშინდელმა პოლიტიკოსებმა, ხალხის მხარდაჭერით უზანაეს მიზანს მიაღწიეს - საქართველო დამოუკიდებელი გახდა. დღეს კი საზოგადოება და პოლიტიკოსები სხვადასხვა მხარეს დგანან. ხალხმა მათი ნდობა დაკარგა, პოლიტიკა და პოლიტიკოსები, უკვე სიცრუესთან, ტყუილთან ასოცირდებიან. ეს მოცემულობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათეული წლის შემდეგ მივიღეთ, რადგან ზუსტად ეს პერიოდია, რაც ქვეყანას ნეოლიბერალები მართავენ, რომლებსაც, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ, ეროვნულმა ინტერესებმა კი მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. ოლიგარქები, ფეოდალებად გადაიქცნენ, რომლებმაც საქართველოს რეგიონები გავლენის სფეროებად გადაინაწილეს. მაშინ, როდესაც წლიდან-წლამდე საქართველოს მოსახლეობა უკიდურესად ღარიბდება, ეს ფეოდალები უკიდურესად გამდიდრდნენ, ახლა კი კიდევ ერთხელ უნდათ ხალხის მხარდაჭერა ფოჩიანი კამფეტით მოიპოვონ, რათა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათ ბიზნესინტერესებს არაფერი დაემუქროს,- განაცხადა წერეთელმა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ანტისახალხო პოლიტიკის დასრულება ისევ და ისევ, მხოლოდ ხალხს შეუძლია, ამის შესაძლებლობა კი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებია.