დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: უპრეცენდენტო მოვლენა

ქართულ პოლიტიკაში

„თავისუფალი საქართველო“ 18 წლის ზემოთ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს  საშუალებას აძლევს ქვეყნის მართვის პროცესებში აქტიურად ჩაერთოს.

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, პარტია დეპუტატობის მსურველ კანდიდატებს იწვევს.

„თავისუფალი საქართველო“ ვიწრო შიდა პოლიტიკურ ინტერესებს არ განეკუთვნება. საპარლამენტო არჩევნებში, არა მხოლოდ პარტიულ, არამედ უპარტიო კანდიდატებსაც წარვადგენთ ამიტომაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია პირადად მოგვმართოს დედაქალაქსა, თუ რეგიონებში და აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი.

პარტიის რიგებში პრივილეგირებული წევრები არ არსებობენ, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტებია: პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და პიროვნული რეპუტაცია, რომელიც ქვეყბის აღმშენებლობას უნდა მოხმარდეს. ვისაც მიაჩნია, რომ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მზად ვართ მასთან აქტიურად  ვითანამშრომლოთ. იმ ოლქებში კი, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე მსურველი იქნება, ჩავატარებთ პრაიმერს, რომელიც საუკეთესედოდან-საუკეთესო კანდიდატს გამოავლენს“, - აცხადებს კახა კუკავა.

„თავისუფალ საქართველო“-ში აცხადებენ, რომ დაინტერესებულ მოქალაქეებს განაცხადების გამოგზავნა, ელ-ფოსტის Freegeorgia2010@gmail.com მეშვეობით შეუძლიათ, ასევე განცხადების ატვირთვა შესაძლებელია პარტიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეც.