დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“: გასახვევ თამბაქოზე

რეგულაციები უნდა გაუქმდეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ცვლილებას ეხმაურება, რომლითაც თამბაქოს ნაწარმის 15 გრამიანი შეფუთვით რეალიზაციის უფლებას შეეხება. მოქმედი ნორმით, მხოლოდ 50 და 100 გრამიანი შეფუთვის რეალიზაცია იყო დასაშვები:

„მიგვაჩნია, რომ გასახევევ თამბაქოზე რეგულაციების შემსუბუქება არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, იმ რეალობის გათვალისწინებით, რა შედეგიც გამოიღო კანონის მოქმედებამ პრაქტიკაში.

ვფიქრობთ, უსაფუძვლოა იმ პირების შეშფოთებები, რომლებმაც რეგულაციების შემსუბუქება თამბაქოს მოხმარების წახალისებად აღიქვეს. გვსურს, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ რეალურად, არავის შეუსწავლია საქართველოში მწეველთა სტატისტიკა და ამ მიმართულებით კანონის მოქმედების ეფექტზე მხოლოდ ვარაუდებით შეგვიძლია ვისაუბროთ. სამაგიეროდ ცხადი და ნათელია ის პრაქტიკული ეფექტი, სადამდეც თამბაქოზე სახელმწიფო კონტროლის არსებულმა პოლიტიკამ მიგვიყვანა: ბუნდოვანია კანონით გაცხადებული მიზანი - მწეველთა რაოდენობის კლება, ხოლო ბაზარზე იზრდება კონტრაბანდული საქონლის წილი, რაც აზარალებს ლეგალურ ბიზნესს, სახელმწიფო ბიუჯეტს და მოქალაქეთა ჯიბეს.

„თავისუფალი საქართველოში“ მიგვაჩნია, რომ გასახვევ თამბაქოზე დაწესებული რეგულაციები სრულად უნდა გაუქმდეს, რაც ერთის მხრივ მცირე მეწარმეებს ბიზნესის კეთების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო მეორეს მხრივ, თამბაქოს მომხმარებელი ადამიანებთვის უზრუნველყოფს დაპაჭკული სიგარეტის ალტერნატივის შექმნას, მათი გაღატაგების გარეშე“ - აცხადებს შოთა მაქაცარია.