დაგვაფინანსე

წულუკიანის უწყებამ კიდევ

ერთი ოჯახი გამოასახლა

მევახშე ორჩალიევამ  ადვოკატთან ერთად წიკლაურების ოთხსულიანი ოჯახი, რომელთაგან ერთი პირი სტენოკარდიით დაავადებულია, დღეს ბინიდან გამოასახლეს.

მიუხედავად იმისა, რომ  თანხის ძირი მოვალეს სრულად  აქვს გადახდილი და პროცენტის დაფარვაზეც თანახმა იყო, მევახშემ უარი განაცხადა კომპრომისზე, რადგან ბინის ღირებულება 30 000 დოლარია, რაც 3-ჯერ აღემატება კრედიტორის მიერ გაწეულ ხარჯებს.

გამოსახლების პროცესი არცერთ მედია-საშუალებას არ გაუშუქებია. აღსრულების სამსახურმა რომელსაც ხელმძღვანელობდა დავით კუკულაძე, ფიზიკური ძალა გამოიყენა, ადგილზე შეკრებილი ოჯახის გულშემატკივრების მიმართ. 

იუსტიციის მინისტრის ბრძანების მიხედვით,  აქტიური წინასაარჩევნო  კამპანიის დაწყებამდე, უნდა მოესწროს ამოწურული ყველა იძულებითი გამოსახლება.  ამიტომ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში აღსრულების პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 5000-მდე ოჯახის გამოსახლებას გეგმავს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ყველა გამოსახლება დასრულდება, ბიძინა ივანიშვილი  კიდევ ერთი „მასშტაბური ქველმოქმედების“ ინიციატივით გამოვა  და იძულებით გამოსახლების საკითხებზე მორატორიუმის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.