დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ კიდევ

ერთი გამოსახლება შეაჩერა

„თავისუფალი საქართველო“ მევახშეების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. 4 აგვისტოსს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოვალე ნანა ხომასურიძის წინააღმდეგ მევახშე ზოია მამაგეიშვილის პროცესი, სადაც კრედიტორი ითხოვდა მსესხებლის ერთადერთი საცხოვრებელი ბინიდან დაუყოვნებლის გამოსახლებას.

პროცესზე მოვალის ინტერესებს „თავისუფალი საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი კანდიდატი, თენგიზ ომანიძე წარმოადგენს.

ომანიძის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და დაყენებული შუამდგომლობების შემდეგ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მევახშის მოთხოვნა მოვალის დაუყოვნებლივი გამოსახლების შესახებ.

„ეს არის ჩვენი იურიდიული გუნდის კიდევ ერთი წარმატება, რითაც მოვალეს მიეცემა დამატებით 2 წლიანი ვადა, იმისთვის რომ შეასრულოს ვალდებულება და დაიხსნას მისი ქონება. „თავისუფალი საქართველო“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც ღიად აცხადებს , რომ ვალის გამო ადამიანების გამოსახლება ქუჩაში არის დანაშაულის ტოლფასი ქმედება და მევახშეობა კანინოთ უნდა აიკრძალოს“ - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ თენგიზ ომანიძემ.

„თავისუფალი საქართველო“ აგრძელებს მევახშეობის წინააღმდეგ ბრძოლას. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომელსაც იპოთეკური სესხის გამო ემუქრება გამოსახლება დახმარებისთვის მიმართოს „თავისუფალი საქართველოს“ ოფისებს ან დაგვიკავშირდეს ინტერნეტის საშუალებით.