დაგვაფინანსე

„თავისუფალმა საქართველომ“ საგურამოში

გამოსახლება შეაჩერა

4 მარტს, 15:00 საათზე, საგურამოში დაგეგმილი იყო კერძო მევახშის მიერ უნდილაშვილების ცხრასულიან  ოჯახის საპოლიციო გამოსახლება.

ნასესხები 8.000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოვალემ კრედიტორს საგურამოში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა, რომლის ღირებულებაც 50.000 აშშ დოლარზე მეტია,  მევახშე, მაია ჯაფარიძე მაინც ცდილობდა უნდილაშვილების 120.000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლის დაპატრონებას. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება უკვე შესრულებული აქვს. მოვალე ახლაც მზად არის კრედიტორთან მოლაპარაკებისთვის და დამატებითი თანხის გადახდისთვის.

აღსრულების ადგილას დილიდან შეიკრიბნენ, თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოჯახის გულშემატკივრები. საზოგადოების აქტიურობის შედეგად, აღსრულების პოლიციამ დაგეგმილი გამოსახლება შეაჩერა, რის შემდეგაც მხარეებს შორის გაიმართება მედიაციის პროცესი.  „თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს მედიაციის პროცესში, სადაც მოვალის ინტერესებს წარმოადგენს.