დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“: თამბაქოს ნაწარმზე გადასახადი

უნდა დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია ბოლო პერიოდში ქვეყანაში გახშირებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ბრუნვას ეხმაურება:

ხელისუფლება მოიქცა გაუაზრებლად, როდესაც თამბაქოზე აქციზის გადასახადი გაზარდა. პოზიცია, თითქოს ეს თამბაქოს მოხმარების შემცირებას ემსახურება, მცდარია და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, ვინაიდან არ არსებობს არანაირი სტატისტიკა, რამდენად შემცირდა თამბაქოს მოხმარება (საერთოდ თუ შემცირდა).

სამაგიეროდ არსებობს სხვა სატისტიკა: თუ ადრე თამბაქოს მომხმარებლებს სიგარეტში საშუალოდ 2 ლარის გადახდა უწევდათ, დღეს იმავე პროდუქტის შესაძენად საშულოდ 5 ლარი სჭირდებათ. მეორეს მხრივ, მთავრობის გაუაზრებელმა პოლიტიკამ, ნოყიერი ნიადაგი შექმნა კონტრაბანდისთვის და აღურიცხავი, უაქციზო საქონლის რეალიზაციისთვის.

მაშინ, როცა ცხადია, რომ კანონის მიზანი ვერ იქნა მიღწეული: არ შემცირებულა მოხმარება და ამასთან, მოსახლეობისთვის მძიმე სოციალურ ტვირთად იქცა თამბაქოს გაძვირებული ფასი, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ფასების რეგულირების პოლიტიკის შემსუბუქებაზე, რაც თამბაქოზე აქციზის ფასის კლებაში უნდა გამოიხატოს.