დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ კიდევ ერთი

ოჯახის გამოსახლება შეაჩერა

მიუხედავად ე.წ. „სესხების განულების“ შესახებ პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებისა, 2020 წლის დადგომისთანავე, იუსტიციის სამინისტრომ მევახშეების მიერ დაზარალებული ოჯახების საპოლიციო გამოსახლებები განაახლა.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება დანიშნული იყო 3 თებერვალს თბილისში კეკელიძის ქუჩაზე, სადაც მევახშე ხატიაშვილების ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებას გეგმავდა. ეს საქმე განსაკუთრებით გამორჩეულია იმ გარემოების გამო, რომ ხატიაშვილების მიმართ ჩადენილ უსამართლობაზე პირადად თეა წულუკიანს არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ და ის ამ საქმეს იყენებდა წინა ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებიბის საილუსტრაციოდ.

„თავისუფალი საქართველოს“ და ოჯახის სხვა გულშემატკივრების აქტიურობის შედეგად, ხატიაშვილების გამოსახლება შეჩერდა. მხარეები შეთანხმდნენ მორიგების მიზნით შემდგომი კონსულტაციების დაწყებაზე. მედიაციის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ „თავისუფალი საქართველოს“ იურისტები, რომლებიც დაზარალებული ოჯახის ინტერესებს წარმოადგენენ.