დაფინანსება

კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძის და ლაშა

ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

3 თებერვალს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დანიშნული იყო მევახშის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება. აღსრულების ადგილას, მოვალისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის გულშემატკივრები.

მოლაპარაკებების პროცესში, მევახშის ადვოკატ გიორგი სუხიაშვილთან მომხდარი შელაპარაკების გამო, დამუქრების ბრალდებით, კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძის და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პოლიციის თანამშრომლებმა ისინი შემთხვევის ადგილას დაკითხეს. მათ მიმართ დაპატიმრების ღონისძიების გამოყენების საკითხი, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უახლოესი 48 საათის განმავლობაში გადაწყდება.