დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ მეტრო

„დიდუბესთან“ აქციას მართავს

1992 წლის 3 იანვარს მეტროსადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ შეკრებილ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერებს, „მხედრიონის“ და კიტოვანის გვარდიის  კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მომიტინგე.

28 წლის წინ დაწყებულ ტერორს ასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ემსხვერპლა, როგორც თბილისში, ასევე სამეგრელოში. დღემდე არ მომხდარა 90-იანი წლების მოვლენების სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება. არცერთ მომდევნო ხელისუფლებას არ დაუსჯია დამნაშავეები. ბევრი მათგანი დღემდე იკავებს საპატიო ადგილს საზოგადოებაში.

ტრაგიკული მოვლენებიდან 28 წლის თავზე, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები მეტრო „დიდუბესთან“ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონიერი ხელისუფლების დამხობის და თანმდევი პოლიტიკური რეპრესიების გამოძიებას მოითხოვენ, რამაც უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა. მიტინგის დახვრეტის ადგილას გადაიხადეს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.