დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები

გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ

თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები რეგიონების გარდა მხარდამჭერებთან შეხვედრებს დედაქალაქის მასშტაბითაც განაგრძობენ.

დღეს, პარტიის ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრა გლდანში გამართეს.

თავისუფალი საქართველოის პარტიაა, რომელიც ყურადრებით უსმენს ხალხს და მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ შეხედულებებსა და რეკომენდაციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად ვიცით, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ სოციალუ-ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ისევე, როგორც თბილისის სხვა უბნებშითავისუფალი საქართველომაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გლდანის რაიონშიც წარადგენს.

ამჟამადთავისუფალ საქართველოშიპარტიის ლიდერებისა და სახეების გადანაწილება მიმდინარეობს . აგვისტოს შუა რიცხვებამდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება ჩვენი წარმომადგენელი გლდანის რაიონში. გვაქვს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი, ვინაიდან ჩვენი პარტია ფაქტობრივად ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოკვეთილი ძალაა, რომელიც მთლიანად ეროვნული ღირებულებებით მოქმედებს და არცერთ პოლიტიკურ ბანაკს არ მიეკუთვნება“, - განაცხადა კახა კუკავამ.

თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს და პარტიის ლიდერები მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხვდებიან.