დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ხელისუფლება დევნილების

მიმართ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს

თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია წყალტუბოში სანატორიუმ „საქართველოს“ კედლის ჩამონგრევა ეხმაურება, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებული:

„რამდენიმე დღის წინ იმავე შენობაში, გაუსაძლისი პირობების, შიმშილისა და სიცივისგან ადამიანი გარდაიცვალა. ახლა უკვე საფრთხე ემუქრებათ აქ თავშეფარებულ სხვა პირებსაც.

სამწუხაროდ, ხელისუფლება არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს დევნილების მიმართ და არაფერს აკეთებს ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. ბედნის ანაბარად მიტოვებული ადამიანები კი ყოველდღიური შიშის ქვეშ განაგრძნობენ არსებობას.

„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები უკლებლივ ყველა დევნილი ოჯახის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისთვის“- აცხადებს შოთა მაქაცარია.