დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: პსპ პრაქტიკულად ჩვენი

პარტიის „იაფი მედიკამენტების“ კამპანიაში ჩაერთო

პარტია თავისუფალი საქართველო ფარმაცევტული კომპანიის პსპ მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, პსპ- საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს.

თავისუფალი საქართველო ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, პსპ-ეს გადაწყვეტილება, რომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი მოგების გარეშე განახორციელოს, არის ზუსტად ის ანალოგი, რასაც თავისუფალი საქართველო 2019 წლის სექტემბრიდან ახორციელებს.

იაფი მედიკამენტების პროგრამა ჩვენ, გასულ წელს ავამოქმედეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ერთწლიანი ბრძოლა პირველი გამარჯვებით დამთავრდა და საქართველოს ოთხი უმსხვილესი მონოპოლიური კომპანიიდან - ერთი, უკვე დათანხმდა თავისუფალი საქართველო მიერ შემოთავაზებული ახალი თამაშის წესებებს. (რასაც მივესალმებით) ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი საქართველო მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნულ კამპანიას და ეს მოხდება მანამდე, ვიდრე ანალოგიურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ დანარჩენი ფარმამონოპოლისტებიც: ავერსი, ფარმადეპო ჯი-პი-სი,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თურქეთიდან ნებადართული იყოს კომერციული იმპორტი, რომელიც ადამიანებს, აფთიაქებში წარსადგენ, .. ფორმა 100-თან დაკავშირებით, ზედმეტ ბიუროკრატიას ააცილებს.

თავისუფალი საქართველო როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ მიზანმიმართულად გააგრძელებს მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სხვა მონოპოლისტებისთვის, ასევე დრამატულად შემცირდება ფასები საწვავზე, ელექრტოენერგიაზე, ბუნებრივ აირზე და ინტერნეტით მომსახურებაზე,- აღნიშნა კახა კუკავამ.