დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერები

გლდანის მოსახლეობას შეხვდებიან

თავისუფალი საქართველოს ლიდერები რეგიონების გარდა მხარდამჭერებთან შეხვედრებს დედაქალაქის მასშტაბითაც განაგრძობენ.

2 აგვისტოს პარტიის ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრას გლდანში (18:00 საათზე, ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორია) გამართავენ.

თავისუფალი საქართველოის პარტიაა, რომელიც ყურადრებით უსმენს ხალხს და მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ შეხედულებებსა და რეკომენდაციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად ვიცით, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ სოციალუ-ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება“.-განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ისევე, როგორც თბილისის სხვა უბნებშითავისუფალი საქართველომაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გლდანის რაიონშიც წარადგენს.

ამჟამადთავისუფალ საქართველოშიპარტიის ლიდერებისა და სახეების გადანაწილება მიმდინარეობს . აგვისტოს შუა რიცხვებამდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება ჩვენი წარმომადგენელი გლდანის რაიონში. გვაქვს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი, ვინაიდან ჩვენი პარტია ფაქტობრივად ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოკვეთილი ძალაა, რომელიც მთლიანად ეროვნული ღირებულებებით მოქმედებს და არცერთ პოლიტიკურ ბანაკს არ მიეკუთვნება“. - განაცხადა კახა კუკავამ.

გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, „თავისუფალი საქართველო“- ლიდერები მიმდინარე თვის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდებიან.