დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ეკლესიაზე ლიბერალების

ლაშქრობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება

„თავისუფალი საქართელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია ეკლესიაზე გახშირებულ შეტევებს ეხმაურება:

„საქართველოში უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა ლიბერალური ფრთის წარმოამდგენლების მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმები. საინტერესოა, რომ აგრესია   მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაზეა მიმართული და არა რომელიმე სხვა რელიგიურ ორგანიზაციაზე.

ეს თავდასხმები ძირითადად გამოწვეულია ეკლესიის მაღალი ავტორიტეტით რომელიც ზიანს აყენებს ლიბერალური ფრთის მიზნებს, ისეთებს როგროიცაა LGBT პროპაგანდა, ერთქსქესიანთა ქორწინება და ა.შ

პანდემიის პირობებში, ლიბერალებმა ჩათვალეს, რომ აქვთ ახალი „ოქროს არგუმენტი“ ეკლესიის წინააღმდეგ და ცდილობენ მათ არაჯანსაღ პოზიციებს ამით შესძინონ ლეგიტიმაცია. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადექვატური ზომები მიიღო ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, როგორიცაა მაგალითად რიტუალებისას სოციალური დისტანციის დაწესება.

იმის მიუხედავად, რომ ვერავინ აღმოაჩინა თუნდაც ერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა ზიარებისას ან ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული რომელიმე სხვა რიტუალისას ვირუსის გავრცელების რისკს - ლიბერალური ფრთის სახე, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც მართლმადიდებლურ ეკლესიას ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებს.

სამწუხაროა, რომ საქართველოში, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ქართული ეკლესიის ლანძღვა „გამოხატვის თავისუფლებას“ წარმოადგენს, ხოლო რომელიმე სხვა კონფესიის მიმართ მსგავსი ეპითეტის გამოყენება, იმავე „ლიბერალი რაინდების“ მხრიდან შეფასებულია სიძულვილის ენად და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად.

„თავისუფალი საქართველო“ პატივისცემას გამოხატავს ყველა აღმსარებლობის ადამიანის მიმართ და მოუწოდებს, მათ შორის ყველაზე ექსტრემისტულ ჯგუფებს, ასეთივე პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლეობის რელიგიურ შეხედულებებს. იმედი გვაქვს, საზოგადოება სწორ დასკვნებს და შეფასებებს მისცემს ქართული ლიბერალური სპქტრის არაჯანსაღ პოზიციებს“ - აღნიშნავს შოთა მაქაცარია.