დაგვაფინანსე

პოლიტიკური პარტია

„თავისუფალი საქართველო“

თავისუფალი საქართველო —კონსერვატიული მიმართულების პარტია საქართველოში. შეიქმნა 2010 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. პარტიის ლიდერია კახა კუკავა.

 

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ 2010 წელს დააფუძნა პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა, კახა კუკავამ თანამოაზრეებთან ერთად. ის თავს მიიჩნევს საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ იდეურ მემკვიდრედ.

 

2012 წლამდე პარტია იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის რადიკალურ ოპოზიციაში და იყო არაერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და მონაწილე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "თავისუფალი საქართველო" კონსტრუქციულ ოპოზიციაშია "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან.

 

„თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც აიღო ხმათა 0,27%.[1] რამდენიმე თვეში გამართულ შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის ოლქში „თავისუფალმა საქართველომ“ დაიკავა მეორე ადრილი (17.26%), დამარცხდა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან 39.48% და გაუსწრო ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, „ნაციონალურმა მოძრაობას“ (15.11%).[2] 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „თავისუფალ საქართველოს“ კანდიდატურა არ დაუყენებია. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად ხმათა 2.24% მიიღო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატმა -კახა კუკავამ მე-7 ადგილი დაიკავა (1.33%), ხოლო 2019 წლის შუალედურ არჩევნებში (მაისი)მე-4 ადგილი დაიკავა.

 

პარტიის პროგრამაში საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია ავტორიტარული სისტემის დემონტაჟი და ევროპული ტიპის დემოკრატიული რეფორმების გატარება, სამართლიანობის აღდგენა და სამართლებრივი რეფორმა. სოციალურ პოლიტიკაში ძირითდი მიმართულებაა ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროების სახელმწიფო დაფინანსების ზრდა. პარტიის ეკონომიკური პროგრამა გულისხმობს ეროვნული წარმოებისა და გლეხობის მხარდაჭერას, მონოპოლიებთან ბრძოლას. პარტიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია საქართველოს თვითმყოფადობის დაცვა, ევროპული ინტეგრაცია და რუსეთთან კონფლიქტების მოწესრიგება.